თბილისში ელჩების ყოველწლიური კონფერენცია გრძელდება. ქართველი დიპლომატები მიმდინარე წლის საქმიანობას აჯამებენ.
ღონისძიების ფარგლებში, დიპლომატები მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საგარეო პოლიტიკის ძირითად მიღწევებსა და გამოწვევებზე, ასევე სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე მსჯელობენ. იმართება სესიები სხვადასხვა მიმართულებით.
"ელჩების მიმდინარე კონფერენციის ფორმატი არის შესანიშნავი გამოხატულება ერთიანობის, რომელიც არსებობს ხელისუფლების შტოებს შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის გარშემო, რაც არის ეროვნული ინტერესების საერთაშორისო ასპარეზზე დაცვა.
კონფერენციის მსვლელობისას არაერთხელ იქნა ხაზგასმული მათი განსაკუთრებული წვლილი და როლი ეროვნული ინტერესების უმაღლეს დონეზე, საერთაშორისო ასპარეზზე დაცვის თვალსაზრისით," - განაცხადა საქართველოს ელჩმა აშშ-ში, თამარ ტალიაშვილმა.