თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდადებულ მათე დევიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა, უცვლელი დარჩა.
მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.