ზესტაფონში საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლეს. თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებას ყველა თაობის ადამიანი დაესწრო. გუშინდელი დღე გალაკონცერტით დასრულდა, რომელშიც ცნობილი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
ქვეყნის მასშტაბით, საახალწლო ღონისძიებები მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.