19 ივნისი 2026,   00:25
ვრცლად
"შეძლებს კაია კალასი იმის გაკეთებას, რაც ჰიტლერმა და ნაპოლეონმა ვერ მოახერხეს?" - ვიქტორ ორბანი

"შეძლებს კაია კალასი იმის გაკეთებას, რაც ჰიტლერმა და ნაპოლეონმა ვერ მოახერხეს?!" - უნგრეთის პრემიერმა, ქალაქ სეგედში, სიტყვით გამოსვლის დროს მხარდამჭერებს რიტორიკული შეკითხვით მიმართა.

ორბანის ირონიულ ტონს დარბაზში ოვაციები მოჰყვა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე, თქვა, რომ ევროპას სურს ომი უკრაინაში რუსეთის დასასუსტებლად გამოიყენოს, რადგან მოსკოვს საფრთხედ აღიქვამს.

"ევროპული დიადი ტრადიციები უცვლელი რჩება. რუსეთისთვის შეტევის რამდენიმე მცდელობა ხომ უკვე იყო? ჯერ ნაპოლეონმა გაილაშქრა მოსკოვზე, ხომ ასე იყო? შემდეგ კი ჰიტლერმა, მათ არაფერი გამოუვიდათ. და ახლა კაია კალასი შეძლებს ამის გაკეთებს? კი, როგორ არა, აუცილებლად," - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

დღის ამბები