"უცხოური დახმარების ახალი ეტაპი აღმოფხვრის უკიდურეს ექსტრემალურ იდეოლოგიურ პროექტებს, რომელთა დაფინანსებასაც წინა ადმინისტრაციები ამერიკელ ხალხს აიძულებდნენ. შეამცირებს არაეფექტიან და ზედმეტად ხარჯიან არასამთავრობო სექტორს და პრიორიტეტად ამერიკელი ხალხის ინტერესებს დააყენებს - წერს X-ზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აზიარებს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, სადაც აღნიშნულია:
"პოლიტიკისა და მედიის წარმომადგენლების თქმით, USAID-ის დახურვა გაკოტრებას გამოიწვევდა. თითქმის ერთი წლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ისინი ცდებოდნენ.
ჩვენ უცხოური დახმარება ეროვნულ ინტერესებს შევუსაბამეთ, დავხვეწეთ კატასტროფებზე რეაგირების შესაძლებლობები და ამერიკული კომპანიების გამომგონებლობა გამოვიყენეთ სიცოცხლის გადასარჩენად".