18 ივნისი 2026,   23:01
ვრცლად
თურქეთში მიწისძვრა მოხდა - ბიძგები აჰრამანმარაშის პროვინციაში დაფიქსირდა

თურქეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციის გიოქსუნის რაიონში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია იუწყება.

უწყების ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16:19 საათზე დაფიქსირდა.

ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დღის ამბები