ახმეტის მუნიციპალიტეტში ტყით უკანონო სარგებლობის მორიგი ფაქტი გამოვლინდა. სოფელ დუმასტურში, მოქალაქის ეზოდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 57 დაუფირნიშებელი მორი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, უკვე დაწყებულია გამოძიება.