12 აგვისტო 2026,   18:08
ვრცლად
პინოკიოს თავგადასავლის ადაპტაცია ქართველი მაყურებლისთვის - პრემიერას მარჯანიშვილის თეატრში მაყურებელი 19, 20, 23 დეკემბერს ნახავს

თუკი გულით ინატრებ, ხის თოჯინაც კი შეიძლება გაცოცხლდეს - ეს ამბავი დიდი ხნის წინ, ჯეპეტოს სახელოსნოში მოხდა.

მოხუცმა დურგალმა ხისგან თოჯინა გამოთალა და მას პინოკიო დაარქვა. რაც მერე მოხდა, დღესაც მსოფლიოში ყველა ბავშვმა კარგად იცის. ასე გაჩნდა პინოკიო წიგნებში, კინოში, ანიმაციაში და სცენაზე. ცნობილი ზღაპრის გმირი ახლა მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე სამოგზაუროდ ემზადება.

კარლო კოლოდის ზღაპრის მიხედვით შექმნილ სპექტაკლში ხის თოჯინა ფათერაკებითა და სასწაულებით სავსე გზას გადის. პინოკიომ ამ თავგადასავლით უნდა გადალახოს ყველა წინააღმდეგობა, იმისათვის რომ სიყვარული და ერთგულება ისწავლოს. თუ პინოკიო ამას გაუმკლავდება, მაშინ ის ხის თოჯინა აღარ იქნება და ნამდვილ ბიჭუნად გადაიქცევა.

მუსიკალურ-ინტერაქციულ დადგმაში მაყურებელი არაერთი ზღაპრული გარდასახვის მოწმე გახდება.

სცენოგრაფიისა და კოსტიუმების დახმარებით სცენაზე ჯადოსნური სამყარო იშლება. შემოქმედებითი გუნდის მთავარი მიზანია, უკვდავი ზღაპარი სცენაზე თავდაპირველი არსით და დანიშნულებით გაცოცხლდეს.

როგორ ისწავლა პინოკიომ სიმართლის თქმა ამას მაყურებელი მარჯანიშვილის თეატრში 19, 20, 23 დეკემბერს ნახავს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები