14 აგვისტო 2026,   00:37
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, საზომი არის უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა გვერდში დავუდგეთ

"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, ჩვენ ერთგული ვრჩებით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართ", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მათთვის მნიშვნელოვანია უკრაინელ ხალხს დაუდგენენ გვერდში მძიმე დროს, მისი თმით, მათი ქმედებები სწორედ ამას ემსახურება.

"ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს, ამას ომის დაწყების პირველი დღიდან ვაკეთებთ. ერთადერთი, რაც შეიძლება გასაკვირი ყოფილიყო, იქნებოდა ის, რომ იმ უმადურობის ფონზე, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება და კონკრეტულად, უკრაინის პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ირჩევს, შეიძლება ვიღაცას გაჰკვირვებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ასეთ გადაწყვეტილებებს და ინსტრუმენტებს, თუმცა ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ღია, მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომი არის უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა იმ მძიმე პერიოდში, რომელსაც ისინი გადიან, გვერდში დავუდგეთ.

ჩვენ არ ვმოქმედებთ არავინ გაღიზიანების ან არგაღიზიანების შიშით ან არგაღიზიანების სურვილით. ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით და ინტერესების საფუძველზე. ის, რაც ჯდება ჩვენს ინტერესებში, რაც ხელს არ უშლის ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს, იმ ნაბიჯებით მივდივართ. მათთვის, ვინც არიან საქართველოში უცხოს მადიდებლები და უცხო დროშაზე მლოცველები, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები აუხსნელია. ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინის დროშა უნდა აფრიალონ და ეს არის მათი ქცევის მაგალითი. ამიტომ, უკვირთ. სინამდვილეში, ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს და იმ უმადურობისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი პირადაც იჩენს ქართველი ხალხის მიმართ სხვადასხვა გადაწყვეტილებებში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები