პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის წინააღმდეგ პროცესში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ერთვება. საია-მ ოპოზიციური პარტიების დასაცავად საკონსტიტუციო სასამართლოს "სასამართლოს მეგობრის მოსაზრება" გაუგზავნა. ორგანიზაცია ცდილობს მოსამართლეები დაარწმუნოს, რომ პარტიების აკრძალვა არ მოხდეს. მთავარ არგუმენტად კი, პოლიტიკურ მოტივს ასახელებენ.
საია-ს გადაწყვეტილება სახელისუფლებო პარტიისთვის კიდევ ერთი ლუსტრაცია და დასტურია, რომ ოპოზიცია და ენჯეო სექტორი ერთი დღის წესრიგით საერთო ინტერესისთვის მოქმედებენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხარდაჭერა ასაკრძალი პოლიტიკური ძალების სიაში მყოფი პარტიებისთვის მისასალმებელია. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ საია სასამართლოში მათი ინტერესების დამცველი არ იქნება, თუმცა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ მოსაზრებაში მოყვანილ მაგალითებს მათ სასარგებლოდ გამოიყენებენ.
მართლმსაჯულებისგან გარიდებად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში საია-ს გადაწყვეტილებას. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის და ენჯეო სექტორის საერთო მცდელობა კრახით დასრულდება
"ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და კოალიცია "ცვლილებისთვის" საკონსტიტუციო სასამართლოში ამ სამი პარტიის საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით "ქართულმა ოცნებამ" სარჩელი არჩევნების დასრულების შემდეგ შეიტანა.