05 აგვისტო 2026,   13:54
ვრცლად
"დადასტურდა როგორც ორგანიზატორთა მოწოდება ძალადობრივი ქმედებების ჩადენაზე, ასევე, ძალადობრივი ფაქტები" - პროკურორი 4 ოქტომბერს დაკავებულ 14 პირზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 14 პირის პროცესი გაიმართა. სხდომაზე გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. მათ გამოძიება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე, 14 პირის მიმართ დღეს დაიწყო სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა. სასამართლო სხდომაზე წარდგენილი იქნა ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ პირდაპირ ეთერში გაშუქებული ძალადობრივი ქმედებები, რომელიც განხორციელდა 2025 წლის 4 ოქტომბერს. დღევანდელი ვიდეოთი დადასტურდა, როგორც ორგანიზატორთა მიერ მოწოდება ძალადობრივი ქმედებების ჩადენის თაობაზე, ასევე, უშუალოდ აქციაში ძალადობრივი ქმედებებით გამორჩეულ პირთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები. დასტურდება სხდომაზე მყოფი ბრალდებულების მონაწილეობა, აღნიშნული ბრალდებულები ფიგურირებენ საქმის მასალებში.

მომდევნო სხდომაზე იქნება წარმოდგენილი ეპიზოდურად თითოეული მათგანის მონაწილეობა, ასევე, შესაბამისი ჰაბიტოსკოპიური დასკვნები, რითაც დადასტურდება აღნიშნული პირების იდენტიფიცირება. ცალსახად დასტურდება, რომ [პრეზიდენტის სასახლის] ღობე დაზიანდა ფიზიკური შემხებლობის შედეგად, უშუალოდ შედუღების ადგილას," - აღნიშნა საქმის პროკურორმა, ლაშა ცქვიტარიამ.

დღის ამბები