15 აგვისტო 2026,   22:21
ვრცლად
"ევროპის საბჭოს არ აქვს დრონები, რაკეტები, მაგრამ აქვს კანონის ძალა, საერთაშორისო სამართალი, რომელიც ვრცელდება ყველაზე, გამონაკლისების გარეშე" - ალენ ბერსე

"ევროპის საბჭოს არ აქვს დრონები, რაკეტები, მაგრამ აქვს კანონის ძალა, საერთაშორისო სამართალი, რომელიც ვრცელდება ყველაზე, გამონაკლისების გარეშე, ორმაგი სტანდარტების გარეშე, და ჩვენი ამოცანა მკაფიოა - დავაფიქსიროთ სიმართლე, უზრუნველვყოთ კომპენსაცია და პასუხისმგებელ პირებს ვაგებინოთ პასუხი" - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ განაცხადა.

უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა. 35 ქვეყანასთან ერთად ინიციატივას საქართველო შეუერთდა.

"თითქმის ოთხი წლის წინ, რუსეთმა აირჩია ომი, აგრესიის ომი. უკრაინას არ აურჩევია ეს ომი, მაგრამ მას შემდეგ ყოველდღე უკრაინა ირჩევს საკუთარი თავისა და ევროპული მომავლის უფლების დაცვას. და ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ უფლების დაცვა იარაღით, სადაც საჭიროა, სამართლიანობით და ღირებულებებით, როდესაც ეს შესაძლებელია. ჩვენ შევქმენით უკრაინისთვის ზიანის ანაზღაურების რეესტრი. 44 სახელმწიფო და ევროპული კავშირი შეუერთდა მას, დღეს კი ჰააგაში 35 ქვეყანამ მოაწერა ხელი. ევროპის საბჭოს არ აქვს დრონები, რაკეტები, მაგრამ აქვს კანონის ძალა, საერთაშორისო სამართალი, რომელიც ვრცელდება ყველაზე, გამონაკლისების გარეშე, ორმაგი სტანდარტების გარეშე, და ჩვენი ამოცანა მკაფიოა - დავაფიქსიროთ სიმართლე, უზრუნველვყოთ კომპენსაცია და პასუხისმგებელ პირებს ვაგებინოთ პასუხი," - აცხადებს ალენ ბერსე.

დღის ამბები