21 აგვისტო 2026,   23:11
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: სანამ "ალდე" და ქალბატონი კოსი არ გაემიჯნებიან ტერორისტს, მანამდე მათი ყველა სიტყვა არის არასერიოზული. მარტა კოსს წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა ქართველ ხალხს, ყველა უცხოელმა თავი დაანებოს საუბარს ქართველი ხალხის სახელით

"არ დავივიწყოთ, რომ ეს ის მარტა კოსია, რომლის პარტია "ალდე" თანამშრომლობს ტერორისტთან. ვიდრე "ალდე" და მარტა კოსი არ გაემიჯნებიან ტერორისტს, მანამდე მათი ყველა სიტყვა არასერიოზულია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, "დღემდე "ალდე" არის პარტია, რომელიც თანამშრომლობს ტერორისტთან და რომლის თანამებრძოლიც არის ტერორისტი".

"ასე რომ, საქმე როდესაც გვაქვს ევროკომისართან, რომელიც არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიის წევრი, ამ საკითხს სერიოზულად ვერ განვიხილავთ. მინდა, გამოვყო ერთი საკითხი, ერთი წითელი ხაზი, რომელიც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ბრიუსელს. ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულების მცდელობა, რომელიც აქვთ საქართველოს მიმართ. მარტა კოსის განცხადებაშიც იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უსმინოს ქართველ ხალხს. რამდენადაც ვიცი, კოსი ოფიციალურად ნამყოფი არ არის აქართვფელოში, კერძო ვიზიტით თუ იყო არ ვიცი. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მარტა კოსი საქართველოში იმყოფებოდა, იყო, ჩვენს თავზე რომ გადაგვიფრინა, სომხეთსა და ბაქოში ჩავიდა. მარტა კოსს წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა ქართველ ხალხს, გაგნებაში არ არის.

როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატი თავს აძლევს უფლებას, ამგვარი მორალური პედესტალით, მეურვეობითი დამოკიდებულებით ისაუბროს ქართველი ხალხის ხელისუფლებასთან, ეს არის ქართველი ხალხის უპატივისმცემლობა, ჩვენი ნაკლები ხარისხის ადამიანებად ჩათვლა, თითქოს ქართველებს არ შეგვიძლია ჩვენი თავის მართვა, ჩვენი ხელისუფლების არჩევა და ჩვენი ინტერესების წარმომადგენლების ყოლა ხელისუფლებაში. ეს არის ყველაზე სახიფათო გზა, რომელსაც ადგას ევროპული ბიუროკრატია. ამაზე რამდენჯერმე ვისაუბრე, თუმცა, ვატყობ, ეს ყველაფერი არ ჰყოფნის და მაინც აგრძელებენ. ამიტომ, დღეიდან ამ საკითხზე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ", - განაცხადა პაპიაშვილმა.

პაპუაშილის თქმით, ყველა უცხოელი, ვინც ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, არ არის ქართველი ხალხის მეგობარი, ის არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი მასზე ნაკლები არის რაღაცით.

"საქართველოს მოსახლეობამ 2012 წელს, 2020 წელს, 2024 წელს მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას" და იმავე რაოდენობის, მილიონ ასი ათასმა ადამიანმა ახლახან, ორი თვის წინ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მხარი დაუჭირა საქართველოს ხელისუფლებას. რას ამბობს მარტა კოსი, რომ ეს ხალხი ხალხი არ არის? რაიმე ქვეადამიანები არიან და მაღალი კასტის წარმომადგენლები გველაპარაკებიან დაბალი კასტის წარმომადგენლებს. ყველა უცხოელმა თავი დაანებოს საუბარს ქართველი ხალხის ნაცვლად და ქართველი ხალხის სახელით. არცერთ ქართველს არ მიუცია მისთვის არც ლეგიტიმაცია, არც უფლება, ისაუბრონ ქართველი ხალხის სახელით, ესაუბრონ ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას. ასეთი ევროპა არსებობდა, ოღონდ 100, 150, 200 წლის წინ, სხვა ხალხებს რომ ესაუბრებოდა, მეურვეობითი დამოკიდებულება რომ ჰქონდა, თითქოს მათ უკეთ იცოდნენ, როგორი იყო სხვა ხალხების ინტერესები. აქეთ ნუ მიაქანებენ, იმდენს ნუ იზამენ, რომ საბჭოთა კავშირს გადაასწრონ, ნუ დაუბრუნდებიან იმ ევროპას, რომელიც სხვა ხალხების სახელით საუბრობდა, თავს უფლებას აძლევდა, სხვა ხალხებისთვის ჭკუა ესწავლებინა. ამიტომ, რამდენი განცხადებაც იქნება, კომისარი იქნება თუ რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც გაბედავს, ისაუბროს ქართველი ხალხის ნაცვლად, მისი სახელით – ეს არის წითელი ხაზი. დღეიდან ყველას მივუთითებთ, რომ ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის უპატივისმცემლობა. კოსის ერთი ფრაზა, რომ ხელისუფლება ხალხს უსმენს, ნიშნავს, რომ გვაუქმებენ, როგორც დამოუიკიდებელ ქვეყანას, გვაუქმებენ, როგორც ერს, როგორც სახელმწიფოს, ხალხს, რომელსაც აქვს თავისი სუვერენიტეტი, იბრძოლა ამისთვის. ამიტომ, ამის უფლებას არავის მივცემთ და ამ დამოკიდებულებას შეეშვან", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები