10 აგვისტო 2026,   09:04
ვრცლად
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს. პატრიარქის ბრძანებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება N 105 სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი.

"თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება.

ᲘᲚᲘᲐ ɪɪ, ᲡᲠᲣᲚᲘᲐᲓ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲙᲐᲗᲝᲚᲘᲙᲝᲡ-ᲞᲐᲢᲠᲘᲐᲠᲥᲘ", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები