06 აგვისტო 2026,   03:01
ვრცლად
"ჩატები თარიღდება 2021 წლის აპრილის ბოლოს, როდესაც რომეო მიქაუტაძე საერთოდ არანაირ თანამდებობას აღარ იკავებდა უკვე" - ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ადვოკატი

საქალაქო სასამართლოში გაიმართა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესიც. ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე ბრალდების მხარის 10 მოწმე გამოიკითხა. მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ივნისში დააკავა.

მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

"ჩატები თარიღდება 2021 წლის აპრილის ბოლოს, როდესაც რომეო მიქაუტაძე საერთოდ არანაირ თანამდებობას აღარ იკავებდა უკვე. შესაბამისად, ამ ჩატებით, გარდა იმისა, რომ ბრალდების მხარე ცდილობს რაღაც ფონი შექმნას, არაფერი არ დასტურდება. ასევე, მტკიცებულებების ავთენტურობასთანაც გვაქვს შეკითხვები ჩვენ. დაიკითხა მოწმე, რომელიც თითქოს უნდა იყოს ამ კომუნიკაციის ერთ-ერთი მხარე და რომელსაც პროკურორმა არ დაუსვა შეკითხვები - ადასტურებს თუ არა კონკრეტულად ამ მიმოწერებს", - აცხადებს ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.

დღის ამბები