"ნაციონალური მოძრაობის" კავშირები რუსეთთან და მისი გადაფარვის მცდელობა - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას განაგრძობს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
"ვისაც, დაგაჯერეს, რომ ნაცი "პროდასავლელია“, "უკვე დროა, ცოტათი უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ" - სტატუსს ვიდეო-კოლაჟთან ერთად, სოციალურ ქსელში ავრცელებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე. ლევან მაჭავარიანის მიერ გავრცელებულ მასალაში არის კადრები და ინტერვიუები, საუბარია რუსეთთან კავშირებზე, მათ შორის ბიზნესის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სააკაშვილის ორმაგ აგენტურაზე საუბრობს და იხსენებს, აგვისტოს ომის შემდეგ როგორც ეპატიჟებოდა რუსებს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე.
"ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, როგორი ისტერიკა ატეხეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უნდა შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, დაეწესებინა ეკონომიკური, მათ შორის სექტორული სანქციები, გამოდიოდნენ კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და ამბობდნენ, რომ დაუწესეთ რუსეთს სანქციები. ჩვენთან შიდა აგენტურას აყვირებდნენ, რომ საქართველოს მიეღო უზარმაზარი ზიანი. აგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც რუსეთმა მოახდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, როდესაც ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და როდესაც ქვეყანამ უზარმაზარი ზიანი მიიღო როგორც ეკონომიკური და პირველ რიგში მორალური ზიანი, როგორც პრომო ბიჭი ისე ხვდებოდა სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს საზღვართან და ისე ეპატიჟებოდა ქვეყანაში, თითქოს არაფერი მომხდარა. საკუთარ ხელის ბიჭებს და გოგოებს ტელევიზიებში ალაპარაკებდა თურმე როგორი კარგია რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა. ეს არის ზუსტად, აგენტურის ზნე და ჩვეულება, სააკაშვილი, რომელმაც საკუთარ სიყრმის სიამეებს გადააყოლა ქვეყნის მომავალი, ჩვენი ქვეყანა და ხალხი, აი ასე იმართებოდა. ორმაგი აგენტი სააკაშვილი, რომელიც ერთი მხრივ რუსეთის თამაშს თამაშობდა, მეორე მხრივ დასავლეთის და ყველას თამაშს თამაშობდა საქართველოს გარდა. ყველას ინტერესს ატარებდა ჩვენს ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის ინტერესების გარდა“, - აცხადეს გიორგი გაბუნია.