"ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება" - ამ სახელწოდების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტში.
ღონისძიება კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით შედგა და მისი მიზანი აღნიშნული მიმართულებით სფეროს უახლესი ტენდენციების განხილვა და გამოცდილების გაზიარება იყო. კონფერენციაზე საუბარი საქართველოს ციფრულ მდგრადობასა და ინოვაციების განვითარების პერსპექტივებს შეეხებოდა.