მნიშვნელოვანი პროგრესი სამშვიდობო მოლაპარაკებებში - ბერლინში უკრაინის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის და ვაშინგტონის და კიევის დელეგაციების შეხვედრა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
სტივ უიტკოფმა X-ზე დაწერა, რომ მხარეებმა ტრამპის 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე მნიშვნელოვან პროგრესს უკვე მიაღწიეს, თუმცა საკითხი მეტად აღარ დაკონკრეტებულა. დონალდ ტრამპის ომის დასრულების გეგმის განხილვას მხარეები რამდენიმე საათში განაახლებენ.