18 ივნისი 2026,   23:00
ვრცლად
ბერლინში, ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა დაიწყო

რამდენიმე წუთის წინ, ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა დაიწყო. ადვილზე იმყოფება დონალდ ტრამპის სიძე და ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი, ასევე - ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი? - ესაა შეხვედრის მთავარი თემა. მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გაირკვეს, რა ფასს გადაიხდის უკრაინა ომის დასრულებისთვის და რამდენად ეფექტიანად იმუშავებს ამერიკული დიპლომატია.

კიევი, კომპრომისის სახით, მზადაა, უარი თქვას ნატო-ზე იმ შემთხვევაში, თუ აშშ-სგან და ევროპისგან უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მიიღებს. ასეთია უკრაინის ამჟამინდელი პოზიცია. ვოლოდიმირ ზელენსკი თანახმაა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობებში, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩაატაროს.

 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები