18 ივნისი 2026,   23:02
ვრცლად
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადების მიუხედავად, ტაილანდსა და კამბოჯას შორის შეტაკებები გრძელდება - Reuters

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადების მიუხედავად, ტაილანდსა და კამბოჯას შორის შეტაკებები გრძელდება. Reuters-ის ცნობით, დღეს დილით ტაილანდის ავიაგამანადგურებლებმა კამბოჯასთან საზღვარზე სამიზნე ობიექტები დაბომბეს.

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ქვეყანა "სამხედრო მოქმედებებს გააგრძელებს, ვიდრე არ იგრძნობს, რომ მიწასა და ხალხს საფრთხე აღარ ემუქრება".

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ მომხდარა.

კამბოჯის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ მას დაპირისპირების მშვიდობიანად მოგვარება, ოქტომბერში, მალაიზიაში ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით სურს.

დღის ამბები