18 ივნისი 2026,   22:58
ვრცლად
"გასაოცარია, რამდენს იხდის პუტინი მხოლოდ იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ამ ომის დასრულება. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი ძალა, დაასრულოს ომი" - ზელენსკი

"ევროპაში დამატებითი სანქციები მზადდება. ეს სანქციები მიმართული იქნება რუსული ტანკერების და მთელი რუსული ნავთობის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის მიმართ - და ეს სწორია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს.

ზელენსკი ამბობს, რომ დეკემბერში უკრაინა წარადგენს სანქციების საკუთარ პაკეტს ომისთვის მომუშავე ტანკერების ფლოტის წინააღმდეგ. 

"ხვალისთვის ვამზადებთ "კოალიციის" შეხვედრას. 30-ზე მეტი ქვეყანა მუშაობს უკრაინასთან ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მომავალ კვირას ორმხრივ ფორმატებში შეხვედრებს გავუწევთ კოორდინაციას. უკრაინა სწრაფად მუშაობს; ყოველი ვიზიტი და ყოველი მოლაპარაკება, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, ყოველთვის პრაქტიკულ შედეგებს იძლევა ჩვენი თავდაცვისა და მდგრადობისთვის.

ევროპაში დამატებითი სანქციები მზადდება. ეს სანქციები მიმართული იქნება რუსული ტანკერების და მთელი რუსული ნავთობის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის მიმართ - და ეს სწორია. დეკემბერში უკრაინა წარადგენს სანქციების საკუთარ პაკეტს ომისთვის მომუშავე ტანკერების ფლოტის წინააღმდეგ და ჩვენ ამ ზეწოლას გავაძლიერებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი ფორმატებით. მივიღე ანგარიში უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსისგან - მათ შორის მტრის ეკონომიკური მდგომარეობისა და რუსეთის ჩინეთზე მზარდი დამოკიდებულების შესახებ. გასაოცარია, რამდენს იხდის პუტინი მხოლოდ იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ამ ომის დასრულება. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი ძალა, რომ დაასრულოს ომი." - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები