03 აგვისტო 2026,   09:02
ვრცლად
ინტენსიური თოვის გამო სარეკი-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე გარკვეული ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეფერხება ინტენსიურმა თოვამ გამოიწვია. საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დღის ამბები