03 აგვისტო 2026,   06:53
ვრცლად
დავით სონღულაშვილი ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა

დავით სონღულაშვილი სიტყვით გამოვიდა ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე. მინისტრის განცხადებით, საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მზად არის, გარემოსდაცვითი სტანდარტები ევროპულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. მან ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილური პოლიტიკური გარემოს მნიშვნელობას მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკისთვის.

"გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისრის და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრის მიერ გვქონდა მიწვევა სამუშაო შეხვედრაზე, სადაც საუბარი იყო იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს გარემოს დაცვის ნაწილში პლასტიკის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. ამ სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გაჟღერებული იყო საქართველოს მიღწევები პლასტიკის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული და მოწინავე ქვეყანა, გარემოს დაცვის ნაწილში, პლასტიკთან წინააღმდეგ ბრძოლაში და იმ მიღწევებში, რომელიც ჩვენს ქვეყანას გარემოს დაცვის მიმართულებით გააჩნია", - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.

დღის ამბები