16 აგვისტო 2026,   11:44
ვრცლად
"კითხვები ბატონ გახარიასთან მიმართებაში არსებობს და სწორედ ამიტომ არის საქმე აღძრული ქართულ სასამართლოში" - ლევან მაჭავარიანი

"სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რაც ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, რომ ეს აქციები იყო ძალადობრივი, ხორციელდებოდა შტურმი პარლამენტზე, თუმცა კითხვის ნიშნები არსებობს ზუსტად იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ბატონი გახარიას მიმართ არის გამოძიება დაწყებული," - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მისი თქმით, გიორგი გახარიასთან მიმართებით კითხვები არსებობს.

"სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რაც ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, რომ ეს აქციები იყო ძალადობრივი, ხორციელდებოდა შტურმი პარლამენტზე, თუმცა კითხვის ნიშნები არსებობს ზუსტად იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ბატონი გახარიას მიმართ არის გამოძიება დაწყებული. ეს არის პროპორციულობის მიმართულება და ეს არის რამდენად იყო იმის სტანდარტი დაცული, რომ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად არ იღებდნენ ძალადობაში მონაწილეობას, მათზე იქნა გამოყენებული ისეთი საშუალებები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ. ეს კითხვები ბატონ გახარიასთან მიმართებაში არსებობს და სწორედ ამიტომ არის საქმე აღძრული ქართულ სასამართლოში," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები