ინფრასტრუქტურის მინისტრი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. სამუშაოები მიმდინარეობს საგზაო, წყალმომარაგებისა და საგანმანათლებლო-სოციალური ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მიზანი როგორც გადაადგილების, ისე საჯარო სერვისების გაუმჯობესებაა.
სრული რეაბილიტაცია უტარდება წალენჯიხა ობუჯი ჯიხაშკარის გზის 7 კილომეტრამდე მონაკვეთს. პროექტის ღირებულება 12 მილიონზე მეტია. წალენჯიხაში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.
რევაზ სოხაძე ასევე გაეცნო სოფელ ობუჯის საბავშვო ბაღის მშენებლობას. პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება. ღირებულება მილიონ 200 ათასი ლარია.