10 აგვისტო 2026,   04:51
ვრცლად
ჩერგოლეიშვილი "კამიტის" შესახებ რეპორტაჟზე: BBC-ის ფილმი გამოსული არ იყო, რვა ოპოზიციურ პარტიას ბრიფინგი გვქონდა [ჩატარებული]

"ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის დროს BBC-ის ფილმთან დაკავშირებით საუბრობს.

ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ "ფედერალისტების" ცხელ ხაზზე ბევრი ინფორმაცია შედის მოწამვლასთან დაკავშირებით და ამასთან აცხადებს იმასაც, რომ BBC-ის ფილმი ჯერ გამოსული არ იყო, როცა რვა ოპოზიციურ პარტიას ბრიფინგი ჰქონდა ჩატარებული.

"ახლაც, ამ მოწამვლასთან დაკავშირებით, არ ჩერდება ცხელი ხაზი. ინფორმაცია ინფორმაციაზე შემოდის "ფედერალისტების" ცხელ ხაზზე. მაგას ვაკეთებთ ახლა. BBC-ის ფილმი გამოსული არ იყო რვავე პარტიას ბრიფინგი გვქონდა....", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

დღის ამბები