10 აგვისტო 2026,   04:51
ვრცლად
თბილისში ავარიას 35 წლამდე ქალი ემსხვერპლა - ავტომობილი დაეჯახა მის დასახმარებლად გზაზე გადასულ დედასაც

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა - დაღუპული 35 წლამდე ქალია.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი დაეჯახა დაღუპული დედასაც, რომელიც ავარიის შემდეგ შვილის დასახმარებლად გზაზე გადავიდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.

დღის ამბები