10 აგვისტო 2026,   05:32
ვრცლად
რუსთავის მერია რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში სამოქალაქო განათლების კლუბის ჩამოყალიბებას აანონსებს

რუსთავის მერია რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში სამოქალაქო განათლების კლუბის ჩამოყალიბებას აანონსებს. პროექტი რუსთავის სკოლების და პედაგოგების ჩართულობით ხორციელდება.

კლუბის შექმნამდე, პროექტის მონაწილე ახალგაზრდები სამაგიდო თამაშში - "მე-დიატორი" ჩაერთვებიან, რომლის მიზანიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებაა.

ახალი კლუბი მსურველების რეგისტრაციის დაწყებას გაზაფხულისთვის გეგმავს.

დღის ამბები