"ჩემი დაკვირვებით და ანალიზით, ნოემბრის თვიდან, გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან განხორციელდა ჩემთან დაკავშირებით კონკრეტული აფელირებები, შეფასებები და მერე რაც მე ვიხილე, საჯარო სივრცეში გაკეთდა განცხადება, რომ ჩემი კანდიდატურა ასოცირდება კონკრეტულ ძალასთან. გავაანალიზე და დავინახე კონკრეტული ოპოზიციური ძალების ინტერესი ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით არასწორი პიარის კამპანიის აგორების," - ამის შესახებ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი ყანდაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"მე პირადად მგონია, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, ალბათ, მიზანმიმართული მცდელობაა ამ არჩევნების დისკრედიტაციის, ალბათ, იმ კანდიდატების მხრიდან ვრცელდება შესაძლო გაყალბებაზე აქცენტების დასმა, ვისაც მოლოდინი არ აქვს, რომ ამ არჩევნებში წარმატებულ შედეგს მიაღწევს, - ეს მარტივი ანალიზია, ჩვენ ადვოკატები ვართ, პრაგმატული და პრაქტიკული ხალხი ვართ, ანალიზის უნარიც გვაქვს და, მგონი, ეს თითოეული ადვოკატისთვის ნათელია, რომ წინსწრებად არჩევნების ჩაშლასა და გაყალბებაზე იმან შეიძლება ისაუბროს, ვისაც ცალსახად გააზრებული აქვს, რომ არჩევნებში ის პოზიტიურ შედეგს ვერ დადებს.
რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს - მე გახლავართ ის კანდიდატი, რომელიც პირველი კანდიდატი ვიყავი, ოქტომბრის თვეში გავაჟღერე ინტერესი ამ მიმართულებით, მათ შორის, გავაკეთე საჯარო განცხადება და თავშივე განვაცხადე, რომ მექნებოდა სურვილი და მოლოდინი, ამასთან, ყველა კანდიდატს მოვუწოდე, რომ ვყოფილიყავით ძალზედ ეთიკურები ამ პროცესში და მათ შორის, ყოველგვარი შესაძლო ჩარევისგან დაგვეცვა ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ, ადვოკატებს გვიყურებს საზოგადოება, ჩვენს უკან არის ჩვენი პროფესიის კეთილი სახელი, რეპუტაცია და თითოეულ ჩვენს ჩართულობას, განცხადებას აქვს მნიშვნელობა.
ჩემი დაკვირვებით და ანალიზით, ნოემბრის თვიდან, გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან განხორციელდა ჩემთან დაკავშირებით კონკრეტული აფელირებები, შეფასებები და მერე რაც მე ვიხილე, საჯარო სივრცეში გაკეთდა განცხადება, რომ ჩემი კანდიდატურა ასოცირდება კონკრეტულ ძალასთან. გავაანალიზე და დავინახე კონკრეტული ოპოზიციური ძალების ინტერესი ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით არასწორი პიარის კამპანიის აგორების. მე კანდიდატი გახლავართ, რომლის მიმართაც ამ გამოვლინებას ჰქონდა ადგილი, ამიტომ არ მერიდება და დღესაც ვიტყვი, რომ სახეზეა პოლიტიკური ჩარევა კონკრეტული ოპოზიციური ძალების მხრიდან. საჯაროდ წერენ, რომ უნდა მიეცეს ხმა სხვა კანდიდატს," - აცხადებს ირაკლი ყანდაშვილი.