Reuters-ის ინფორმაციით, აშშ ემუქრება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომ ახალ სანქციებს დაუწესებს, თუ არ დათანხმდება ტრამპის ან მისი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სამომავლო საქმეების განხილვაზე უარის თქმას.
აშშ ასევე მოითხოვს, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ შეწყვიტოს ისრაელის ლიდერების წინააღმდეგ გამოძიება ღაზის ომის გამო და ოფიციალურად დაასრულოს გამოძიება ავღანეთში აშშ-ის ჯარების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების შესახებ.