გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, სოფლის ერთ-ერთ ქუჩაზე ნახევარ კილომეტრზე მეტ სიგრძეზე იგება ასფალტის საფარი, ეწყობა ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.
ამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თითქმის 500 ათასია განსაზღვრული. მიმდინარე საგზაო სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.