იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, აომორის პრეფექტურაში, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის გამო, ჰოკაიდოს, აომორისა და ივატეს პრეფექტურებში ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული.
ვარაუდობენ, რომ ტალღების სიმაღლე 3 მეტრს გადააჭარბებს. ცუნამის პირველი ტალღები უკვე დააფიქსირეს აომორიში.