5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გათვლილი იყო ქუვეითის მოქალაქეებზე - მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და იხსენებენ კონსტანტინე მორგოშიას გეგმებს, რომლის მოძრაობის ორგანიზებითაც, გუშინ რუსთაველზე არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.
"ალტ ინფოს" ლიდერი, რომელიც დღეს "იგლ ჰილსის" პროექტებს ეწინააღმდეგება, მანამდე ღიად საუბრობდა ქუვეიტელ პარტნიორებთან ერთად გეგმაზე, რომელიც ეხებოდა მცხეთაში, 14 000 კვადრატულ მეტრზე, ბრენდული სასტუმრო-კომპლექსის აშენებას.
საკითხს გამოეხმაურა პარტია "კონსერვატორები საქართველოსთვის" დამფუძნებელი, შოთა მარტინენკო.
"იქ საუბარი იყო იმაზე, სასტუმროებს ვაკეთებთ და ტურისტები უნდა შემოვიყვანოთ მოკლევადიანი ვიზიტით. ჩვენი პოზიციის აფიშირება იმ ფორმით, თითქოს ჩვენ ტურისტების შემოყვანას და სასტუმროებს ვებრძვით, არის მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა. ჩვენ ვუპირისპირდებით ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას და კანონმდებლობას, რომელიც ყიდის ქვეყანაში გრძელვადიანი ბინადრობის უფლებას," - აცხადებს შოთა მარტინენკო.