18 ივნისი 2026,   22:57
ვრცლად
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აშშ-ის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე: ჩვენთვის მიუღებელია ევროპის პოლიტიკაში ჩარევის საფრთხე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა აშშ-ის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპის პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა მიუღებელია.

"ჩვენთვის მიუღებელია ევროპის პოლიტიკაში ჩარევის საფრთხე. შეერთებული შტატები ვერ ჩაანაცვლებს ევროპელ მოქალაქეებს იმის არჩევაში, თუ რომელი პარტიებია კარგი და რომელი - ცუდი, შეერთებული შტატები ვერ ჩაანაცვლებს ევროპას გამოხატვის თავისუფლების საკითხში მის ხედვაში", - განაცხადა კოშტამ.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ რუსეთმა ვაშინგტონის ხედვა მის ხედვასთან "დიდწილად თავსებადად" შეაფასა, შემაშფოთებელი ნიშანია.

შეგახსენებთ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტშია ევროპელ ჩინოვნიკებთან, რომლებსაც ომის მიმართ არარეალური მოლოდინები აქვთ.

დღის ამბები