სახელმწიფო დეპარტამენტში უცხო სახელმწიფოებში რუსეთის გავლენასთან ბრძოლის განყოფილება შეიქმნება.
უწყება სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს სტრუქტურას დაემატება. პროექტის მიხედვით, განყოფილება თვეში ერთხელ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.
ინიციატივა ამერიკის "ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში" შევიდა, ის რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა ერთობლივად შეათანხმეს.