"უკრაინა ბევრად უფრო კორუფციული ქვეყანაა, ვიდრე რუსეთი. აქ წლების განმავლობაში უზარმაზარ პრობლემად რჩება კორუფცია და ძარცვა. მსოფლიოში ყველამ იცის, რაც ხდება," - ამის შესახებ დონალდ ტრამპის შვილმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა დოჰას ფორუმზე განაცხადა.
ტრამპ უმცროსის თქმით, უკრაინის ლიდერები საზღვარგარეთიდან შესულ ფულს იპარავენ და არ სურთ ომის დასრულება.
ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად, ამერიკის პრეზიდენტის შვილმა არ გამორიცხა, რომ თუ უკრაინა არ დათანხმდება სამშვიდობო შეთანხმებას ამერიკა უკრაინაზე ხელს აიღებს.