16 აგვისტო 2026,   02:20
ვრცლად
"სამწუხაროა, რომ მედია გარემო, რომელიც, ერთის მხრივ, ტოვებს დამოუკიდებლის შთაბეჭდილებას, რეალურად იმართება კონკრეტული სპეცსამსახურების მიერ" - გიორგი გაბუნია BBC-ზე

"ეს ორგანიზაცია მიუხედავად იმისა, რომ მართვის და დაფინანსების ფორმები ერთის მხრივ, ფასადურად ტოვებს დამოუკიდებლობის შთაბეჭდილებას, რეალურად იმართება კონკრეტული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან და ატარებენ იმ ხაზს, რომელიც არის ამ სპეცსამსახურების ინტერესებში - გააშავონ ნებისმიერი ქვეყანა ან ხელისუფლება, რომელიც არ ატარებს მათ ინტერესებს და რომელიც დაკავებულია დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებით," - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ BBC-ზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი გაბუნია გარე ძალების მართულ პროცესებზე საუბრობს, რომლის მიზანიც პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციაა.

"შესაბამისად, სამწუხაროა, რომ მედია გარემო, რომელიც, ერთის მხრივ, ტოვებს დამოუკიდებლის შთაბეჭდილებას, რეალურად იმართება კონკრეტული სპეცსამსახურების მიერ და კონკრეტული ინტერესით, რათა მაქსიმალურად მოხდეს პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია იმ ქვეყნებში, რომელიც მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს," - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

დღის ამბები