16 აგვისტო 2026,   06:49
ვრცლად
მთავარია, რომ განცხადებები მშვიდობასთან დაკავშირებით არ იყოს მხოლოდ სიტყვები და ისე არ მოხდეს, ამ განცხადებების შემდეგ, "დიფ სთეითმა" ტრანსფორმაცია შეძლოს - არჩილ გორდულაძე

ევროკავშირში არსებული კრიზისი და მისი აღიარება ვაშინგტონის მხრიდან - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე. 

33-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა ტრაექტორია უნდა შეცვალოს. აქცენტი კეთდება ევროკავშირის დამოკიდებულებაზე NATO-სა და რუსეთის მიმართ. ვაშინგტონი პირდაპირ აცხადებს, რომ ბრიუსელი, მოსკოვთან სტაბილურობის პოლიტიკას უნდა დაუბრუნდეს. ტრამპის ადმინისტრაცია ასევე ამბობს, რომ ევროკავშირში დღეს პოლიტიკური კრიზისია - იზღუდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და თავისუფალი ხმა, უნდა დასრულდეს აღქმა, თითქოს NATO მუდმივად გაფართოებადი ალიანსია... შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ, დღევანდელი ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში, რამდენიმე წელში, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ძლიერი ეკონომიკისა და სამხედრო ძალების გარეშე დარჩება, რაც მათ ამერიკისთვის არასანდო პარტნიორად ხდის.

"მთავარია, რომ განცხადებები მშვიდობასთან დაკავშირებით არ იყოს მხოლოდ სიტყვები და ამავდროულად, არ მოხდეს, რომ განცხადებები გაკეთდეს და შემდეგ "დიფ სთეითმა" თავისი ტრანსფორმაცია მოახდინოს, მათ შორის ვხედავთ, რომ კეთდება განცხადებები, რომ NATO არ უნდა გაფართოვდეს, ზუსტად იგივე განცხადება იყო გაკეთებული ჩვენს შემთხვევაში 2008 წელსაც, ბუქარესტის შესაბამისი სამიტის დროს, ჩვენ დაგვპირდნენ, ბრჭყალებში, რომ გავხდებოდით NATO-ს წევრი, დაგვტოვეს ღია კარში და შემდეგ ამ ყველაფერს მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და არავის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის მიზნადაც კი არ ჰქონია, რომ ჩვენ დავეცავით. ზუსტად იგივეს გაკეთდა უკრაინასთან დაკავშირებით და შედეგები ვნახეთ, რომ 3 წლის განმავლობაში ჯოჯოხეთის ცეცხლი ტრიალებს უკრაინაში", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები