16 აგვისტო 2026,   03:32
ვრცლად
"ამერიკელი მაღალჩინოსნის მორიგი აღიარება არის სწორედ იმის დასტური, რომ საქართველოში ფინანსდებოდა შიდა დესტრუქცია" - დიმიტრი ხუნდაძე ლორენს ვილკერსონის განცხადებაზე

ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლორენს ვილკერსონი განცხადება, შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მისი განცხადებები ადასტურებს, რომ ქვეყანაში დესტრუქცია ფინანსდებოდა.

"ჩვენ, რასაც ვამბობდით, რაზეც თავს გვესხმოდნენ, ახლა ის დადასტურდა, ხშირ შემთხვევაში მათი მხრიდან, ვინც ასეთ პროექტებში უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. ამერიკელი მაღალჩინოსნის მორიგი აღიარება არის სწორედ იმის დასტური, რომ საქართველოში ფინანსდებოდა შიდა დესტრუქცია, რევოლუციები, გამჭვირვალობის კანონზე თავდასხმა. ამაში არაერთი ფულზე დაქვემდებარებული მედიასაშუალება გამოიყენებოდა, როგორც ინსტრუმენტი ძალადობის ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ასეთი მცდელობები უკვე არის გაშიშვლებული," - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლორენს ვილკერსონი განცხადება, რომელიც შტატების მხრიდან საკუთარი მიზნებისთვის, ლიბერალური დემოკრატიის გამოყენებაზე საუბრობს.

სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი სხვადასხვა ქვეყანაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ მართულ მედიებსა და ენჯეოებზე, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების რეალურ საქმიანობაზე საუბრობს. როგორ ფინანსდებოდა მათთვის სასურველი მთავრობები, რათა მათ კონკრეტული დავალებები შეესრულებინათ და გარე ძალების ინტერესები გაეტარებინათ. "ჩვენ ვყიდულობდით მედიებს და არასამთავრობოებს. ისინი სადაზვერვო სააგენტოს მიერ იყვნენ გაფილტრული" - აცხადებს შეერთებული შტატების ყოფილი მაღალჩინოსანი. მისივე თქმით, მსგავსი სცენარი იყო საქართველოშიც.

დღის ამბები