ჩრდილოეთ საფრანგეთში, ქალაქ ამიენში, საფრანგეთში ულამაზესად აღიარებული 30 ქალი "მის საფრანგეთი 2026-ის" ტიტულის მოსაპოვებლად შეიკრიბა. ტრიუმფალური გვირგვინი ტაიტის წარმომადგენელ ინოპოკო დევეზეს ერგო.
დევეზე 2002 წელს არის დაბადებული, გასულ წელს "მის ტაიტის" ტიტული მოიპოვა და ის არის მეექვსე წარმომადგენელი საფრანგეთის პოლინეზიიდან, რომელმაც "მის საფრანგეთის" გვირგვინი მოირგო.
23 წლის მოდელს ტიტული 35 წლის ანჟელიკა ანგარნი-ფილოპონისგან გადაეცა.