ევროკომისიის მიერ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაკისრებული 140 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა საზიზღრობაა - ამის შესახებ, რესპუბლიკელმა სენატორმა, ტედ კრუზმა X-ზე დაწერა.
"ეს არის თავდასხმა ამერიკელი სამუშაო ადგილების დიდ შემქმნელზე და ასევე, თავდასხმა ყველა ამერიკელის სიტყვის თავისუფლებაზე.
ტრამპმა სანქციები უნდა დააწესოს მანამ, სანამ ეს უსამართლობა არ გაუქმდება" - წერს ტედ კრუზი.
ცნობისთვის, ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა X-ი ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 140 მილიონი ევროთი დააჯარიმა.