06 აგვისტო 2026,   06:16
ვრცლად
5 მილიონი მგზავრი და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უპრეცედენტო სტატისტიკა - მეხუთმილიონე მგზავრი საფრანგეთის მოქალაქე იყო, რომელიც თბილისიდან პარიზში გაფრინდა

5 მილიონი მგზავრი - ეს არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, უპრეცედენტო სტატისტიკა. მეხუთემილიონე მგზავრი საფრანგეთის მოქალაქე იყო, რომელიც თბილისიდან პარიზის მიმართულებით გაფრინდა.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, "ტავ ჯორჯიას" ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეხუთემილიონე მგზავრის დაჯილდოების სიმბოლური ღონისძიება გაიმართა.

მგზავრთნაკადის მხრივ წელს რეკორდული მაჩვენებლებია როგორც თბილისის, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.

დღის ამბები