19 ივნისი 2026,   00:21
ვრცლად
აშშ-ში ბოლო სამზადისი მიმდინარეობს - უახლოეს საათებში ამერიკა-უკრაინის დელეგაციის შეხვედრა უნდა გაიმართოს

ომი უკრაინაში - ხერსონის ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შედეგად თანამშრომლები დაშავდნენ, რასაც მალევე ომში მყოფი ქვეყნის საპასუხო იერიშები მოჰყვა. უკრაინული დრონები გამოჩნდნენ სიზრანის, ბრიანსკის და ტემრი უსკის ოლქებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ ღამით სულ 44 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ შეერთებულ შტატებში ბოლო სამზადისი მიმდინარეობს, უახლოეს საათებში ამერიკა- უკრაინის დელეგაციის შეხვედრა უნდა გაიმართოს. მხარეები, ომის დასრულების გეგმაზე იმსჯელებენ.

განცხადება, მშვიდობის პერსპექტივებზე უკვე გააკეთა კრემლის ლიდერმა. ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ დათმობები ტერიტორიულ საკითხში არ იქნება. ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში თუ, უკრაინა არ დათმობს დონცეკისა და ლუგანსკის ოლქებს, რუსეთი მათ სამხედრო თუ სხვა გზით მაინც დაიპყრობს.

დღის ამბები