12 აგვისტო 2026,   20:16
ვრცლად
ეუთო-ს მინისტერიალი - რამდენიმე გამომსვლელმა თავის სიტყვაში საქართველო ახსენა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვენაში ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციაზე, მშვიდობის მნიშვნელობასა და საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომებზე ისაუბრა.

მანამდე დარბაზში რამდენიმე გამომსვლელმა თავის სიტყვაში საქართველო ახსენა. 32-ე მინისტერიალის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს.

"სამხრეთ კავკასიაში,სამშვიდობო პროცესებში პოზიტიური განვითარება ვიხილე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მტკიცეა ჩვენი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვაგრძელებთ მუშაობას და თანამშრომლობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ჩვენ გავაუმჯობესეთ სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობა და გამოვიყენეთ სასაზღვრო დიპლომატია. საქართველოში ჩემი ვიზიტი ასევე შეეხო დემოკრატიულ უკუსვლას და სამოქალაქო საზოგადოებისა და ხალხის თავისუფლების არსებით როლს,"- აცხადებს ვალტონელი. 

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ მთავრობამ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები. 

"ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ და დემოკრატიული უკუსვლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მთავრობამ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები, გამოიძიოს ყველა ბრალდება, რომელიც სამართალდამცველი უწყებების მხრიდან ძალის გადამეტებას უკავშირდება,"- აცხადებს კალასი. 

დღის ამბები