10 აგვისტო 2026,   06:12
ვრცლად
მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საღმრთო ლიტურგია შესრულდა. ეს დღე 12 საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია.

"მართალნი იოაკიმე და ანა ასრულებენ თავიანთ აღთქმას და მიჰყავთ ყრმა მარიამი ტაძარში, რომ მიუძღვნან უფალს. იოაკიმესა და ანას მეშვეობით კაცობრიობამ მიართვა უფალს, შეიძლება ასე ითქვას, უმანკო არსება და ელოდა მაცხოვრის მოსვლას. ამიტომაც უგალობს დღეს წმინდა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ასეთი სიტყვებით: "ტაძარსა შინა ღვთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს," - აღნიშნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ქადაგებისას.

დღის ამბები