"ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
მისი თქმით, ძალადობის არ დაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს, ექსტრემიზმის არ დაგმობა აქეზებს ტერორიზმს.
"დღეს 4 დეკემბერია. ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე. ძალადობის არ დაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს, ექსტრემიზმის არ დაგმობა აქეზებს ტერორიზმს. ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საქართველოში უკვე ვნახეთ. ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა", - წერს პაპუაშვილი.