ცნობილი ხდება, რომ მოლდოვას სახელმწიფო ვალი ახალ რეკორდს აღწევს და ისტორიულ მაქსიმუმზეა. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის დამოკიდებულება უცხოელ კრედიტორებზე 3.3 პროცენტით გაიზარდა. საგარეო ვალი კი, მთლიანი ვალის 62 პროცენტზე მეტია. ციფრები ერთს ამბობს, პაველ ჰერჩინსკი კი მეორეს, რომ საქართველოზე წინ არის მოლდოვაც და უკრაინაც, რომლის პრეზიდენტიც თავად ამბობს, რომ ქვეყანა უმძიმესი არჩევანის - ღირსების ან ძირითადი პარტნიორის დაკარგვის რისკის წინაშეა.
რატომ იმალება სიმართლე? - ხელისუფლების ოპონენტებს არც ელჩის მოტივაციაზე საუბარი სურთ და არც იმ საერთაშორისო ინდექსებზე, რომელიც კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს უპირატესობას ადასტურებს. ოპოზიციაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ პაველ ჰერჩინსკის ნათქვამი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ ბრიუსელის დამოკიდებულებას ასახავს.
როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, სწორედ ამით აიხსნება ელჩის განცხადებაც და ფაქტიც, რომ საქართველოს ეკონომიკა მოლდოვის მონაცემებს რამდენჯერმე აღემატება.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოსა და მოლდოვას ბიუჯეტებს შორის მნიშვნელოვან სხვაობას ყველა ის მიმართულება განაპირობებს, რომლითაც საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციებზეა.
მოლდოვური მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სანდუს მთავრობის პირობებში, მოლდოვას ფისკალური ტრაექტორია სულ უფრო მეტად განისაზღვრება საგარეო ვალდებულებებით, რაც გრძელვადიან ფინანსურ რისკს და გარე შოკების მიმართ დაუცველობას ზრდის.