სპორტის მინისტრმა მაგიდის ჩოგბურთში ხორვატიის ნაკრების კოორდინატორთან, ნევენ ცეგნართან, შეხვედრა გამართა. იმსჯელეს თანამშრომლობის საკითხებზე და სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე. ცეგნარი ხორვატიის ქალთა ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, რა დროსაც ნაკრებმა არაერთ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია.
"მაგიდის ჩოგბურთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა, მისი განვითარებისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. დღეს საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ მოწვეულ იქნა საერთაშორისო ექსპერტი, რომელთანაც გვქონდა შეხვედრა, რომელთანაც განვიხილეთ საქართველოში თუ როგორ შეიძლება მომავალში უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი გახდეს მაგიდის ჩოგბურთი,“ - აცხადებს შალვა გოგოლაძე.