18 ივნისი 2026,   22:55
ვრცლად
დმიტრო კულება - "რეალობასთან შეგუება ძალიან რთულია...ტაქტიკური მარცხი, მაგრამ სტრატეგიული გამარჯვება გველის"

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო ​კულება აცხადებს, რომ უკრაინა "ტაქტიკური დამარცხების, მაგრამ სტრატეგიული გამარჯვების" წინაშე დგას. 

განცხადება კულებამ ფორუმზე "უკრაინის აღდგენა: ხარისხიანი ინსტიტუტები და ეკონომიკური უსაფრთხოება" გააკეთა.

"რეალობასთან შეგუება ძალიან რთულია. ჩვენ ძალიან, ძალიან რთული პერიოდის წინაშე ვდგავართ, როდესაც ნამდვილად უნდა ვაღიაროთ ძალიან, ძალიან მწარე სიმართლე. სიმართლე, რომლის შეცვლაც შეუძლებელია Instagram-ისა თუ Telegram-ის მხიარული პოსტებით, ან რაიმე სლოგანებით.

და როდესაც ამ სიმართლეს ვაღიარებთ, ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იქნება. მაგრამ ჩვენ შევძლებთ მომავლის აშენებას. რადგან სანამ ამ სიმართლეს არ ვაღიარებთ, თქვენ და მე არ გვექნება ნორმალური მომავლის აშენების შესაძლებლობა. რეალობის აღიარებაზე უარი კი ხელს შეგვიშლის.

ტაქტიკური მარცხი, მაგრამ სტრატეგიული გამარჯვება გველის - ტაქტიკური, რადგან ამ მომენტში ეს უსიამოვნო იქნება. მაგრამ თუ დავაკვირდებით, რით დაიწყო ეს შემოჭრა - ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, როგორც ერის განადგურების სურვილით. თუ გჯერათ, რომ ჩვენი დაპყრობის შემთხვევაში ყველაფერი ისევე დარჩებოდა, რადგან ისინი ცივილიზებული ადამიანები არიან, სამწუხაროდ, ღრმად ცდებით," - განაცხადა კულებამ.

დღის ამბები