სანზონაში გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა. რატევანის ქუჩის მიმდებარედ, 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე, ტყის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც დღეს მასშტაბური გამწვანების აქცია გაიმართა.
ტერიტორიაზე, რომლის აღდგენით სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს, ჯამში, 10 ათასზე მეტი მწვანე ნარგავი დაირგვება.
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 3 ჰექტარი სატყეო მიწა თვითნებურად იყო მითვისებული, რომელიც სახელმწიფოს დაუბრუნდა.